spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა”

მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“2024 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერთიანებული სამეფოს FCDO-ს სახელმწიფო მინისტრთან ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთისთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ  გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი წერს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთან მაკა  ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები