უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 54 810 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.09-მდე: ტანკები – 2 216 (+4), ჯავშანტექნიკა – 4 724 (+4), საარტილერიო სისტემები – 1323 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 318 (+6).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 168 (+0), თვითმფრინავი – 252 (+1), ვერტმფრენები – 217 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 925 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 239 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 587 (+6), სპეციალური ტექნიკა – 125 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ზარალი ოკუპანტებმა ბახმუტის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.