უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 62 870 (+370) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.10-მდე: ტანკები – 2 495 (+9), ჯავშანტექნიკა – 5 149 (+16), საარტილერიო სისტემები – 1486 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 353 (+5).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 181 (+1), თვითმფრინავი – 267 (+1), ვერტმფრენები – 235 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1097 (+11), ფრთოსანი რაკეტები – 249 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 908 (+18), სპეციალური ტექნიკა – 136 (+0).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.