უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 93 760 (+370) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.12-მდე: ტანკები – 2 940 (+3), ჯავშანტექნიკა – 5 917 (+5), საარტილერიო სისტემები – 1 927 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 397 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 211 (+0), თვითმფრინავი – 281 (+0), ვერტმფრენები – 264 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1603 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 592 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4535 (+4), სპეციალური ტექნიკა – 167 (+3).