უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 87 310 (+600) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 27.11-მდე: ტანკები – 2 905 (+4), ჯავშანტექნიკა – 5 856 (+8), საარტილერიო სისტემები – 1 897 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 209 (+0), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1555 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4412 (+6), სპეციალური ტექნიკა – 163 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი ზარალი ბახმუტის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებით განიცადა.