უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 104 560 (+790) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.12-მდე: ტანკები – 3 018 (+1), ჯავშანტექნიკა – 6 047 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 004 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 423 (+5).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 268 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1717 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 675 (+15), სპეციალური ტექნიკა – 179 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ლიმანის და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.