ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო ადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები.
“ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ მივესალმებით უკრაინის ვალდებულებას აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი და თქვენს ძალისხმევას, დაიცვათ თქვენი სუვერენული უფლებები და ინტერესები, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიის კანონიერი და დიპლომატიური გზით დასრულების ძალისხმევას. ყირიმის პლატფორმა ამის მნიშვნელოვანი მაგალითია. შავი ზღვის რეგიონი არის ნატო-სთვის უმთავრესი მნიშვნელობის. ამ რეგიონში მდებარეობს ნატო-ს სამი მოკავშირე – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატო-მ გაზარდა ამ რეგიონში თავისი წარმომადგენლბა, ნატო-ს გემები ოპერირებენ შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან უფრო მეტი წვრთნებით, მეტი საპორტო ვიზიტებითა და ინფორმაციის გაზიარებით“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.