spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მის უკრაინა 2018“-ს ტიტული ჩამოართვეს

კიევი: “მის უკრაინა 2018“-ის გამარჯვებულს ვერონიკა დიდუსენკოს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავება. გაირკვა, რომ „მის უკრაინა 2018“-ის გამარჯვებული გათხოვილია. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა განცხადება ამის შესახებ დღეს გაავრცელა.

 

გავრცელებული ცნობით, დიდუსენკოს უკვე გადაეცა საპრიზო თანხა 300 000 გრივნა (დაახლოებით 10 684 დოლარი), მას ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო „მის მსოფლიოში“, რომელიც ჩინეთში გაიმართება.

 

ახალი „მის უკრაინა 2018“-ის ვინაობას კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი 30 სექტემბერს დაასახელებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები