spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიშა დაუშვილი ფინანსთა მინისტრს – ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაიზიაროთ და მოხდეს სოციალური დახმარების ინდექსაცია, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება, თითქოს დასაქმების პრობლემას წყვეტს სახელმწიფო

ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაიზიაროთ და მოხდეს სოციალური დახმარების ინდექსაცია, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება, თითქოს დასაქმების პრობლემას წყვეტს სახელმწიფო, თან გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით, – – ამ კითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს. 

“პრემიერის ინიციატივა – 50/100 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქის დასაქმებასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ. ასევე, რომ გვითხრათ შინაარსი, როდესაც გვეუბნებით, რომ სახელმწიფო შექმნის ამ სამუშაო ადგილებს, თქვენი მესიჯი რა არის ეკონომიკისთვის და კერძო სექტორისთვის? კერძო სექტორისგან მოლოდინი არ გაქვთ, რომ შექმნის სამუშაო ადგილებს, სახელმწიფომ შეცვალა თავისი პოლიტიკა და გადავიდა სახელმწიფო დასაქმების ადგილების შექმნაზე? რა ხელფასმაც გაიჟღერა, რეალურად ეს სამუშაო ადგილების შექმნა კი არ არის, სინამდვილეში სოციალური დახმარებაა – 300 ლარიანი სამუშაო ადგილის შექმნა სამუშაო არ არის.

ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაგეზიარებინათ და სოციალური დახმარების ინდექსაცია მომხდარიყო, ეს უფრო სწორი გამოსავალი ხომ არ იქნებოდა, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება თითქოს დასაქმების პრობლემას წყვეტს სახელმწიფო, თან გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. 

 

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის  მიხეილ დაუშვილის თქმით, ასევე  ბუნდოვანია პრემიერის ინიციატივა, რომელიც ეხება სამშენებლო კომპანიებს. 

“თუ შეიძლება უფრო მეტი დეტალი გვითხრათ პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ეხება. როგორ იმუშავებს ეს სქემა, საკმაოდ ბუნდოვნად ჩანდა ინიციატივა და რაც გავიგეთ იყო ის, რომ სახელმწიფო გასცემს გარანტიებს და რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რამდენად დასაშვებია სახელმწიფო ვალის პოლიტიკის კუთხით და რამდენად შესაბამისობაშია თავისუფალი კონკურენტულ ბაზრის საფუძვლებთან“ -განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ბენზინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივასაც შეეხო და დაინტერესდა თუ აღმოჩნდა, რომ საბაზრო პირობები კი არ განაპირობებს ფასების ზრდას, არამედ ეს ბუნებრივი პროცესი არის, რა იქნება ფინანსთა მინისტრის პოზიცია.

 

„ჩვენ ინიციატივა გვაქვს ბენზინის ფასებთან დაკავშირებით ჩატარდეს მოკვლევა  და თუ აღმოჩნდება, რომ საბაზრო პირობები კი არ განაპირობებს ფასების ზრდას, არამედ ეს ბუნებრივი პროცესი არის, მაშინ რა იქნება თქვენი პოზიცია, რომ ფიქსირებადი ან ცვლადი აქციზის მოდელზე გადავიდეთ იმისათვის, რომ მოქალაქეებს განვუმარტივოთ ყოველდღიურობა“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, სად შეიძლება მოიძიონ დეპუტატებმა მთავრობის  ათწლიანი გეგმა, რომელიც პრემიერის ინიციატივით გასული წლის მაქსიმუმ პირველ კვარტალში უნდა გამოქვეყნებულიყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები