spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიშელი – საქართველოსთვის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არამედ მკაფიო არჩევანი გააკეთოს

იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში საქართველოსთვის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არამედ მკაფიო არჩევანი გააკეთოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მომავალი იქნება დაფუძნებული ამ ფუნდამენტურ, ევროპულ ღირებულებებზე – მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

 

“საქართველოსთვის გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ რუსეთს კი არ ასიამოვნოს, არამედ მკაფიო არჩევანი გააკეთოს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მომავალი დაფუძნებული იქნება ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, პროგრესზე, ეკონომიკასა და სოციალურ განვითარებაზე.

 

რაც შეეხება ვიზიტს, მე ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ ერთხელ მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩამოვიდე და ქართველ ხალხს ვესტუმრო. საქართველოს პრეზიდენტმა დამპატიჟა და გამიხარდება, თუ ეს ვიზიტი შესაძლებელი გახდება”, – განაცხადა მიშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები