spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიწისძვრის გამო თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში მიწისძვრის გამო, ქვეყნის საელჩოსა და გენერალური საკონსულოების ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს.

 

“თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, დაუკავშირდნენ:

 

საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები