საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელიც რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
„ერთია პროცედურული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ცხრა დღეში მმართველ პარტიას უნდა მიეწოდოს წინადადებები და გაიაროს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრების ახალ კანდიდატებზე, მეორე მხრივ, არის პოლიტიკური კონსულტაციები, თუ რომელი კანდიდატი იქნება საუკეთესო. ჩემი ბოლო წლების სამსახურიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ვიცნობ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, თითოეული მათგანი მეცოდება იმ მძიმე ტვირთისთვის, რაც დღევანდელ სიტუაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების მართვას ნიშნავს, მაგრამ მჯერა, შერჩეული კანდიდატი იქნება ყველაზე უფრო ღირსეული და ამ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
საზოგადოების ინტერესი, თუ ვინ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ლეგიტიმურია, თუმცა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ალბათობაზე საუბარი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა.