spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მხოლოდ კიევში დღემდე რუსული აგრესიის შედეგად 228 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

კიევში რუსული ჯარის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 228 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

 

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებულია 912 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი.

 

მისივე ცნობით, რუსმა ჯარებმა დააზიანა 36 საცხოვრებელი კორპუსი, 5 კერძო საკუთრება, 6 სკოლა, 4 საბავშვო ბაღი; 57 სახლს დაუზიანდა ფასადები, აივნები და ფანჯრები.

 

ამასთან, აღნიშნულია, რომ კიევში სამუშაოდ ბრუნდება მცირე და საშუალო ბიზნესი. 

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 მარტს კიევში რუსი დამპყრობლების მიერ ახალი ტიპის იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები