უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ვიზიტით ჩავიდა.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი იტალიის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და რომის პაპს შეხვდება.
“მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“იტალია მიესალმება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლაში“, – წერს ანტონიო ტაიანი.