spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“მოძალადე რეჟიმმა, რომელიც ჟურნალისტებს სცემს, კლავს, ახლა იძალადა დეპუტატებზე”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებსა და  სხდომათა დარბაზის დაატოვების ფაქტს ეხმაურება. 

“მოძალადე რეჟიმმა, რომელიც ჟურნალისტებს სცემს, კლავს, ახლა იძალადა დეპუტატებზე. ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან კონკრეტული მოთხოვნაა. ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, არამედ მთელი საქართველოს, საზოგადოების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა. ძალადობრივად გამოგვათრიეს ჩვენც, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება”-განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები