"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგი, საზოგადოება საკითხების შესახებ დეტალებს შეიტყობს.
ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყველა პუნქტი განიხილება, თუმცა დეტალებში ვერ შევალთ. რამდენიმე პუნქტზე გვქონდა საუბარი და შესაბამისად გაგრძელდება დისკუსია. გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მოეწერება ხელი თუ – არა, ორივე შემთხვევაში, საზოგადოება დეტალებს, ჩვენი საუბრების შინაარსს გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულ ოცნებამ“ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან დღეს ორი შეხვედრა გამართა.