spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის კოდექსის პროექტი გააცნეს, რაც მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

 

მინისტრის მოადგილეებმა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. 

 

სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები. 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები