spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოლდოვამ უსაფრთხოების მიზნით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

მოლდოვამ უსაფრთხოების მიზნით დროებით დახურა საჰაერო სივრცე, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია და Air Moldova ავრცელებენ.

 

“ძვირფასო მგზავრებო, ამ დროისთვის მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია, ველოდებით ფრენების განახლებას“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები განხორციელდება დღევანდელ განრიგში.

 

ბოლო მონაცემებით, შეზღუდვა ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე გაგრძელდება.

 

მგზავრებს სთხოვენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თვალი ადევნონ აეროპორტის საინფორმაციო პანელებს ონლაინ რეჟიმში.

 

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიზეზი რუსული სადაზვერვო დრონი გახდა, რომელიც მოლდოვას საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს. ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები