spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

მოლდოვაში ისტორიული დღეა – საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით რეფერენდუმი იმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პროევროპელი მაია სანდუ.

მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.

საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურება.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოლდაველების დაახლოებით 60% უჭერს მხარს.

მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები