spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.

მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

მსოფლიოს 37 ქვეყანაში გახსნილია 234 საარჩევნო უბანი.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ მიიღო ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.​​​​​​​​​​​​​​​​

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები