მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტი კანონით აკრძალა. 101-დეპუტატიან პარლამენტში კანონპროექტს მხარი 53-მა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა.
შესაბამისი ცვლილება მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში შევა. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში აიკრძალება როგორც გეორგიევსკის ლენტი, ასევე Z და V ნიშნების. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, აკრძალული იქნება ამ სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და ასევე, საჯაროდ გამოყენება.
კანონის დამრღვევს 226-დან 452 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს და 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გასწევს.
ახალ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უნდა მოაწეროს ხელი.