spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მომხმარებლები თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას დღეიდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ

თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, დღეიდან შეუფერხებლად იმუშავებს, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

“სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არჯარიმდებოდნენ. სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობასჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.

 

ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულსისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

 

მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება.

 

მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399″, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები