spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით შევიდა

პარლამენტმა “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები  დაჩქარებული წესით განიხილა.  დეპუტატებმა მესამე მოსმენით 74 ხმით უყარეს კენჭი ცვლილებებს.

 

დოკუმენტის თანახმად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის შესწავლის მიზნით გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად უნდა დაამუშაოს.

 

ცვლილებების თანახმად, სააგენტო ვალდებულია მოვაჭრისგან   ინფორმაციის   მიუღებლობის   ან   არასრულად მიღების შემთხვევაში, შეატყობინოს მოვაჭრეს, რომ ის შეიძლება დაჯარიმდეს და მხოლოდ ასეთი შეტყობინების შემდეგ იქნება უფლებამოსილი დააჯარიმოს. მოვაჭრისადმი დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 600 ლარს.

 

სააგენტოსთვის ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

 

ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს. სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები