ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს.
გუშინ საღამოს უცნობი პირები მონასტერში შეიჭრნენ და 70 წლის მონაზონს თავს დაესხნენ, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.