spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ადვოკატ გიგა ჯეირანაშვილის განცხადებით, ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს. 

 

ადვოკატის თქმით, დაკავებულები ამბობენ, რომ “მონასტერში საერთოდ არ ყოფილან”.

 

გიგა ჯეირანაშვილმა დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი სასამართლოზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ. 

 

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

 

ხაშურის დედათა მონასტერში ორმა თავდამსხმელმა 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად 25 ნოემბერს იძალადა. 

 

მონაზონი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები