საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებში, ქუჩებში ზეიმობენ.