spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მოქალაქეების” სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

პარტია “მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.

 

“ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნისთვის სწორი. მინდა, წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად, რომელსაც აქვს იმის უნრაებიც, ცოდნაც და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც.

 

მწამს, რომ ლევან იოსელიანი საკუთარი გამოცდილებიდან ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველი იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები