spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

 

“22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით,  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის  ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.”, – აღნიშნავენ დაავადებათ კონტროლის ცენტრში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები