სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ორგანიზაციულ გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების გადაცემას.
საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად:
ახალგაზრდების საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მათ შორის, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ინტერკულტურული დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;
არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება;
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა;
მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და ინკლუზია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება.
ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენის მიზნით შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 800 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური – 100 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 11 მარტიდან 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-1@youthagency.gov.ge.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/posts/pfbid0vki9ZjGumwukKDXiRNgzLRWHHee2HrY3aC3deQAMbwdTqaW7Du9j5TqgmcLeviM8l