spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების გადაწყვეტილება არც ამჯერად მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების გადაწყვეტილება არც ამჯერად მიიღო და პროცესი გადადო. 

 

მორიგი სხდომა ე. წ. პიჯაკების საქმეზე 15 ივნისისთვის ჩაინიშნა.  

 

გადაწყვეტილებას სასამართლოზე ხმაური მოყვა, რის გამოც დარბაზიდან ერთი ადამიანი გააძევეს.  

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი იყვნენ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

 

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტების დაშვებას ადვოკატები რამდენიმე სხდომის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ. 

 

დამძიმებული ჯანმრთელობის გამო პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა  „ვივამედში“ იმყოფება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები