მოსამართლეები რესტორან “ბაბილოში”, წვეულებაზე პროტესტის ფონზე იკრიბებიან.
ადგილზე აქციების დროს დაკავებულების დედები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან და მოსამართლეებს საპროტესტო შეძახილებით ხვდებიან.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “მონებო”, “სამარცხვინოებო” – სკანდირებენ ისინი.
მოსამართლეების დიდი ნაწილი უკვე რესტორანში იმყოფება, მათ შორის ლევან მურუსიძე.