პარლამენტთან მოშიმშილე ირაკლი გოგუაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
პარტიაში აცხადებენ, რომ მას გამოკვლევები ჩაუტარდება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, გოგუაძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი ირაკლი გოგუაძე საკანონმდებლო ორგანოსთან 3 ნოემბრიდან შიმშილობს. მისი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.