spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალური დეპუტატები პუტინის გადადგომას ითხოვენ

მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომა მოითხოვეს, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“ჩვენ, რუსეთის მუნიციპალურ დეპუტატებს, გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ჩვენ ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან“, – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.

Мундепы требуют отставки Путина

Муниципальные депутаты из 18 разных округов Москвы, Петербурга и Колпино требуют отставки Путина. Текст петиции лаконичный, никого не “дискредитирует”. Если вы мундеп и хотите присоедниться – милости просим. pic.twitter.com/APCUZRlznv
— Ксения Торстрем (@kseniathorstrom) September 12, 2022

აღნიშნული პეტიცია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პირველ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც კრემლის მომხრე კანდიდატებს დიდი გამარჯვება მოუტანა.

გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას ვლადიმერ პუტინისთვის ღალატის ბრალდების წაყენებისკენ მოუწოდეს. რამდენიმე მათგანს ახლა “რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის” ბრალის წარდგენა ემუქრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები