რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
ბორტზე მყოფ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ქართველების “დელეგაციას” საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარის მერაბ ჭიქაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც პუტინს რეისების აღდგენისთვის “საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით” მადლობა გადაუხადა, საპროტესტო აქციით ხვდებიან.
ჭიქაშვილის აზრით, “მთელი ერი გახარებულია”.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებულია.