მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. სასტუმრო კაბელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის საკუთრებაა.
ცნობილია, რომ ხანძარი 16-სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახანძრო სამსახურმა 50 ადამიანი გადაარჩინა, მათგან 7 ბავშვია. ამასთან, სამედიცინო სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
MKM – DK Moskabelmet რუსული კომპანიაა, რომელიც საკაბელო პროდუქციას აწარმოებს და ამ სფეროში რუსეთში ერთ-ერთი ლიდერია.