რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური “ზომები” დაიწყო. ამ მიზნით, ქალაქის ცენტრში მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
ცნობილია, რომ ქალაქში რუსული გვარდიის “ელიტა” – ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფები შევიდნენ. ისინი პოლიციის ნაწილებთან ერთად გადაადგილდებიან.
დაზვერვის ინფორმაციით, ასევე, ცნობილია, სამხედროების მრავალრიცხოვანი დაკავებების შესახებ. პარალელურად, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.