spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოვაჭრეები ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ

ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციას მართავენ. დილიდან მათ ბაზრის ყველა შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები სამუშაოდ ბაზარში არსებულ ფართებზე უნდა შევიდნენ. მათი თქმით, მყიდველი შიდა ტერიტორიაზე სწორედ იმიტომ არ შედის, რომ სასურველ საქონელს ბაზრის მიმდებარედ ყიდულობს.

 

მოვაჭრეები მერიისგან აღნიშნული პრობლემის დროულ მოგვარებას და შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

 

აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები