"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ დღეს, ყველას ერთად დგომა გადამწყვეტია, ამიტომ რეგიონებში ოპოზიციური პარტიის ლიდერების ჩასვლა დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ივანიშვილის მმართველობისგან გათავისუფლებაში.
"ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული კუთვნილება და უნდა ჩავერთოთ იმ დიდ პროცესში, რომელი პროცესიც ამ ქვეყანას გაათავისუფლებს ივანიშვილისგან და იმ გაჭირვებისგან, იმ მავნებლობისგან, რაშიც დღეს ჩააგდო ივანიშვილმა ეს ქვეყანა. ამიტომ, დღევანდელი ჩვენი ჩასვლა თელავში, სწორედ ამას ემსახურება.
დღეს ჩავალთ თელავში, ხვალ, ბათუმში, ზეგ გორში, ასე მოვივლით მთელს საქართველოს და თითოეულს ადამიანს, ვისაც კიდევ დარწმუნება სჭირდება, ვეტყვით, რომ მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა. დღეს ყველა ოპოზიციური პარტია დგას ერთად, თითოეული ადამიანი უნდა დადგეს ერთად და გავათავისუფლოთ ქვეყანა მავნებლობისგან", – განაცხადა ბოტკოველმა.
ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა დღეს კახეთში გაიმართება.