spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად”

საქართველოში ახლად დამტკიცებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებს და მედიასაშუალებებს მოიხსენიებს როგორც “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად” მხოლოდ იმის გამო, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსებას იღებენ, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.

 

ოდირის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის არსებულ ძირითად განსხვავებებს, რომლებსაც საქართველოში ახალ კანონთან მიმართებით იხსეინიებდნენ. მაგალითად, აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ის არ აწებებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას უცხოური წარმომადგენლის იარლიყს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ.

 

ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 

 

ODIHR კვლავ მზადაა გაუწიოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივების იდენტიფიცირებაში, რათა გადაჭრას ნამდვილი, კონკრეტული შეშფოთებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები