spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის დადგენილ რეგულაციებს”

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებაშია აღნიშნული.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი თავისუფლების 4-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები