spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის თემატიკის გამოყენებისგან”

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კაცობრიობის კულტურული აქტივების განადგურების სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის თემატიკის გამოყენებისგან საქართველოში.

“ქართველ ხალხს შეიძლება არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასიცაა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის თემატიკის გამოყენებისგან საქართველოში.

უკრაინა თანმიმდევრულად, შეუფერხებლად და რეზოლუციურად გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ქართული ოცნების” საარჩევნო ბილბორდებზე რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქების ფოტოებია გამოყენებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები