spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 51 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ადვოკატი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები