მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს.
“უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს!!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი!
სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!”, – წერს ღვთისიაშვილი.
ინფორმაციას ავრცელებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც.
“გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბესო მეგრელიშვილი გადაღებულია ფილმებში: “მეტიჩარა”, “უძინართა მზე”, “შეყვარებული კულინარის 1001 ეფექტი”, “თბილისი-თბილისი” და სხვა, ტელესერიალებში: “ჩემი ცოლის დაქალები”, “ყავა და ლუდი”, “ჩვენი ოფისი”, “ჩიფსების თაობა”, “კლინიკა” და სხვა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdima.khvtiso%2Fposts%2Fpfbid02bLMnmy58KvCfrYfkJSXkmYPVdHQzjcdgGhtMckwwGU77QRHqQLCAkLtWBptSka8bl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”667″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>