spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი, მწერალი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

 

გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.

 

1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

 

მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმენტულ სპექტაკლში შედგა. პირველი როლი ფილმში კი “გიორგობისთვე“ აღმოჩნდა 1966 წელს, სადაც ოთარის როლი შეასრულა. უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადაჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის “გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია).

 

ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედი იყო. გამოირჩეოდა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: “პოეზიის 30 წუთი“ (1974), “ბედი ქართლისა“ (1975), “აკაკი წერეთლის მონოლოგი“ (1979), “ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), “დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.

 

გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას „ვეფხისტყაოსნის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთლის ლექსებისა და პოემა “თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების “ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები