spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მსახიობი მეთიუ პერი გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკელ-კანადელი მსახიობი მეთიუ პერი, რომელიც პოპულარულ სერიალ “მეგობრებში” ჩენდლერის როლს თამაშობდა, გარდაცვლილი იპოვეს.

 

მსახიობი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში აბაზანაში გარდაცვლილი ნახეს.

 

პერის გარდაცვალების მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან გამოძიება გრძელდება. TMZ-ის ცნობით, სამართალდამცავი წყაროების თქმით, მსახიობი “როგორც ჩანს, დაიხრჩო”.

 

მეთიუ პერი 1969 წლის 19 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. მან კარიერა ჰოლივუდში 1980-იანი წლებში დაიწყო, მაგრამ მისი ყველაზე გამორჩეული მიღწევა იყო ჩენდლერ ბინგის როლი საკულტო სიტკომში “მეგობრები” (1994 წლიდან 2004 წლამდე 236 ეპიზოდი გადაიღეს).

 

“მეგობრების” გარდა ითამაშა ფილმებში და მონაწილეობა მიიღო უამრავ სატელევიზიო პროექტში.

 

მსახიობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. გასული წლის ოქტომბერში, ჟურნალმა People გამოაქვეყნა ინტერვიუ პერისთან, რომელშიც მან თქვა, რომ დოზის გადაჭარბების გამო ორი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისივე თქმით, მსხვილი ნაწლავის პრობლემის გამო თითქმის ათამდე ოპერაცია გაიკეთა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები