55 წლის ასაკში მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებს და სატელევიზიო სერიალებში.
ზურაბ ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 14 და 15 სექტემბერს. მსახიობს 16 სექტემბერს დაკრძალავენ.