რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე ღამით მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
აფეთქებები გაისმა დედაქალაქ ხარკოვში, დნიპროსა და კრივოი-როგში, ასევე ნიკოლაევსა და კროპივნიცკში. თავდასხმის შედეგად არის ნგრევა და მსხვერპლი, არიან დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინის დედაქალაქში ღამით ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, 24-სართულიან კორპუსში მე-16, მე-17 და მე-18 სართულების ბინები დაზიანდა. გარდა ამისა, დაზიანდა ეზოში სადგომზე გაჩერებული 40-მდე მანქანა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი პოპკოს განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედარი შემთხვევის ადგილზე იპოვეს. კიდევ ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი.
დაშავდა კიდევ 11 ადამიანი. სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 24 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 3 ნანგრევებიდან ამოიღეს, ერთი კი ლიფტიდან.
დედაქალაქის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი მტრის რაკეტა ჩამოაგდეს.
ღამით აფეთქებები იყო დნიპროშიც, თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი მთლიანად დაინგრა. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი (9 და 16 წლის ბიჭები). ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მთლიანად დაინგრა ოთხი კერძო სახლი. დაზიანდა კიდევ 25, ასევე ხუთი სამეურნეო შენობა, თითქმის 2 ათეული მანქანა და გაზსადენი.
რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად ხანძარი იყო ხარკოვში. დაზიანდა გაზსადენი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კროპივნიცკში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული მტრის რაკეტების ფრაგმენტებმა დაცემისას რამდენიმე სახლი და მანქანა დააზიანა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
აფეთქებები იყო კრივოი-როგშიც, თუმცა მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.