მსოფლიოს 17 ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
სოლიდარობის აქციები გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაშია, საბერძნეთში, ესპანეთში, მოლდოვაში, შვედეთში, ისრაელში, საფრანგეთსა და უკრაინაში.
აქციები გაიმართება თბილისსა და ბათუმში.
მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები ერთდროულად შეიკრიბებიან მოთხოვნით, გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
აქციების ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, რუსი უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია.