შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, “თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა.
დაკავებულთა შორის არიან “ალტ-ინფოს“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა-შვილი ფალავანდიშვილები.
შსს-ს ინფორმაციით, 26-ვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით არის დაკავებული.