spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მთავარი არხი” – ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა ყველა გადაცემა, ვმუშაობთ, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები

“მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.

გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში: საინფორმაციო გამოშვებები; სპეც-ეთერები; „პოსტ-ფაქტუმი“; „მთავარი შაბათს“; „დღის სტუმარი“ „განსხვავებული აქცენტები“; „ღამის მთავარი“; „შენი დილა“; „შენი შუადღე“; „შენი შუაღამე“; „ლიტერატურული სამკუთხედი“; „მთავარი მსოფლიოში“.

ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად. მთავარი ხართ თქვენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები